ჰაჯი-ჩალაბი, შაქის ხანი

ჰაჯი-ჩალაბი, შაქის ხანი

სარდალი

წყალს ნავით გადმოცურავს, დიდი გურზით ხელში. მისი დაბაკუნება მიწას აზანზარებს და შენობებს ბზარავს, თან გამუდმებით იხმობს თავის რაზმებს, მძიმედ დაჭრილი კი გაცოფდება და ორჯერ უფრო ხშირად იხმობს მათ.

სამიზნე
სასახლე
ძლიერ აზიანებს
შენი გმირი (x1.8), ციხეები (x3), სასახლე (x2.2), კოშკები (x2)
ბრძოლა
ხელჩართული
სიცოცხლე
1400
სიჩქარე
40
ზიანი
20, ყოველ 1.5 წამში
აბჯარი
55: ყოველი დარტყმის 52%-ს იკავებს
ნადავლი
25 მონეტა, თუ ბოლო დარტყმას შენი გმირი მიაყენებს
საომარი ძახილი
ახლოს მდგარ შენს მეომრებს აბრუებს, თავად კი 5 წამის განმავლობაში x1.5 ძალით ურტყამს
ჩნდება
გარე კახეთი

ისტორია

ჰაჯი-ჩალაბიმ 1743 წელს ნადირ-შაჰის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებით დააარსა შაქის სახანო, კახეთის აღმოსავლეთით, ჭარ-ბელაქნის იქით. მცირე შესვენებით მას 1755 წელს სიკვდილამდე მართავდა.

1750-იანი წლების დასაწყისში ის ქართველ მეფეებს, თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს, აღმოსავლეთ კავკასიის სახანოებზე ბატონობისთვის ებრძოდა. ცნობები იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვა ამ ბრძოლებში, ერთმანეთს არ ემთხვევა. 1755 წელს მისი ადგილი მისმა ძემ, აღა-ქიში ბეგმა დაიკავა.

შაქი კახეთის ყველა ტბიდან შორს მდებარეობს: მისი ნავები, დაბაკუნება და რისხვა თამაშის გამონაგონია.

წყაროები

სხვა მოთარეშეები

ლეკი მოთარეშე · ჭარელი მხედარი · უზდენი მსროლელი · ყაჩაღი · ავარი მენაღმე · ლეკი მძარცველი · ავარი ნუქერი · ლეკი მედროშე · ჭარელი მედოლე · ლეკი ტყვის მტაცებელი · მოთარეშეთა კოშკი · ბოჭორმის ციხე-კოშკი · საომარი დროშა · ბაჰადური · ნურსალ-ბეგი, ავარიის ნუცალი · ომარ-ხანი, ავარიის ნუცალი · მალაჩი კოხტა-ბელადი · შაქის აღა-ქიში

ითამაშე „ლეკთა თარეში“