ომარ-ხანი, ავარიის ნუცალი

ომარ-ხანი, ავარიის ნუცალი

სარდალი

ნურსალ-ბეგის ძე და მემკვიდრე. მისი საბრძოლო ძახილი შენს მეომრებს აბრუებს, მის საკუთარ დარტყმებს კი ბევრად ამძიმებს, თუმცა მის მოთარეშეებს ეს ძალას არ მატებს.

სამიზნე
სასახლე
ძლიერ აზიანებს
შენი გმირი (x1.8), ციხეები (x3), სასახლე (x2.2), კოშკები (x2)
ბრძოლა
ხელჩართული
სიცოცხლე
820
სიჩქარე
42
ზიანი
19, ყოველ 1.4 წამში
აბჯარი
60: ყოველი დარტყმის 55%-ს იკავებს
ნადავლი
20 მონეტა, თუ ბოლო დარტყმას შენი გმირი მიაყენებს
საომარი ძახილი
ახლოს მდგარ შენს მეომრებს აბრუებს, თავად კი 6 წამის განმავლობაში x1.8 ძალით ურტყამს
ჩნდება
თუშეთი, ჰერეთი

ისტორია

ომარ-ხანი, ავარულ ისტორიებში უმა-ხან V-ის სახელით ცნობილი, ავარიის სახანოს 1774-1801 წლებში მართავდა. ის მუჰამად-ნუცალ IV-ის, ქართული ისტორიების ნურსალ-ბეგის, ძე იყო.

1784 წელს ის დაახლოებით 15 000-კაციანი ლაშქრით შემოიჭრა საქართველოში. აიღო აღჯაყალის ციხე ბორჩალოში, ხელში ჩაიგდო ახტალის მადნები, დაარბია ზემო იმერეთი და ვახანის ციხეს შემოარტყა ალყა. მეფე ერეკლე II დათანხმდა, ყოველწლიურად გარკვეული თანხა ეხადა მისთვის, რომ თარეში შეეწყვიტა.

1800 წელს ის ქართველ ალექსანდრე ბატონიშვილთან ერთად კვლავ შემოიჭრა კახეთში და მძიმედ დაიჭრა, როცა რუსულ-ქართულმა ლაშქარმა ივრის პირას, ნიახურასთან, დაამარცხა. მომდევნო წელს გარდაიცვალა. წყაროები არ იხსენიებენ მის თარეშს თუშეთში: მისი საბრძოლო ძახილიც და აქ გამოჩენაც თამაშის გამონაგონია.

წყაროები

სხვა მოთარეშეები

ლეკი მოთარეშე · ჭარელი მხედარი · უზდენი მსროლელი · ყაჩაღი · ავარი მენაღმე · ლეკი მძარცველი · ავარი ნუქერი · ლეკი მედროშე · ჭარელი მედოლე · ლეკი ტყვის მტაცებელი · მოთარეშეთა კოშკი · ბოჭორმის ციხე-კოშკი · საომარი დროშა · ბაჰადური · ნურსალ-ბეგი, ავარიის ნუცალი · ჰაჯი-ჩალაბი, შაქის ხანი · მალაჩი კოხტა-ბელადი · შაქის აღა-ქიში

ითამაშე „ლეკთა თარეში“